ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მოსტში რესტორანში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორანში გამათბობელი გადახურდა და ხანძარი გაჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა რესტორნიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 8 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა რესტორანი მთლიანად განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ქალაქი მოსტი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან ჩრდილო-დასავლეთით 70 კილომეტრში მდებარეობს.