სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას ქუჩებში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გავიდა. იუწყება Reuters
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსულობაში ადანაშაულებენ.
„სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ რუსეთი არ ვართ“, – განაცხადა „როიტერთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს ეროვნულ დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებიც ჰქონდათ გამოტანილი და სკანდირებდნენ: „საკმარისია რუსეთი”.
მათი განცხადებით, მათი განსაკუთრებული გაღიზიანება რამდენიმე კვირის წინ რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტმა გამოიწვია.