ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. იუწყება Reuters აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით.
დოკუმენტში საუბარია სანქციების დაწესებაზე კომპანიების „გაზპრომ ნეფტისა“ და „სურგუთნეფთგაზის“ წინააღმდეგ.
შეზღუდვები ასევე ვრცელდება სოვკომფლოტისკომპანიის გემებზე, რომელიც ყველაზე დიდია რუსეთის ფედერაციაში.
შავ სიაში შეყვანილია 183 გემი, რომლებიც მონაწილეობენ რუსული ენერგორესურსების ექსპორტში და რომლებიც რუსეთის ფედერაციის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.
სანქციების ქვეშ მოყვა როსნეფტის“ – „როსნეფტელფლოტის“, სტრუქტურა, სანქციები ასევე დაუწესდა რუსულ სადაზღვევო კომპანიებს “ინგოსტრახს“ და „ალფასტრახოვანოეს“.
შეზღუდვებს ასევე დაექვემდებარა ათობით რუსი მაღალჩინოსანი ენერგეტიკის სექტორიდან და კომპანიებიდან.