თბილისში ვერა-ვაკის მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერი - „მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ, გვჯერა!”
აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
მარში ტარას შევჩენკოს ძეგლიდან დაიწყო და პარლამენტისკენ მიემართება.