ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს,- ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"ძალიან უცნაური პროცესია... გამახსენდა ჯოზეფ კ., ასეთი პერსონაჟი, კაფკასი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი გაურკვევლობის შეგრძნებაზეა. სულ ვფიქრობდი, ეს შეგრძნება როგორ შეიძლება პრაქტიკაში გაცოცხლეს-თქო და რაღაცნაირად მოხერხდა და საკმაოდ უცნაურია. ერთ რამეს დავამატებ, ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს", - ამბობს ჭიჭინაძე.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.