თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი.
სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ბრალდებულებისთვის: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი; გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე; სერგეი კუხარჩუკი.
დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.
პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მსახიობები, რეჟისორები, პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.