ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
ამასთან, ოლქის შერიფის განცხადებით, მძიმედ დაზარალებულ ბევრ ტერიტორიაზე მისვლა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, ამიტომ, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება.
ლოს ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულია კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ცეცხლის დანთებაში.