აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის პასუხად. იუწყება CNN
დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს სასამართლოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების გამოძიებასა და დევნაზე.
კონკრეტულად, კანონპროექტი ითვალისწინებს შეერთებულ შტატებში ქონებიტ ტრანზაქციების აკრძალვას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან დაკავშირებული პირებისთვის, ასევე მათი ვიზების დაბლოკვას და ანულირებას.
ICC-ის გამოძიებასთან დაკავშირებული პირებისთვის, ასევე მათი ვიზების დაბლოკვასა და გაუქმებას.
„წარმომადგენელთა პალატამ კონგრესის ბოლო სესიაზე მიიღო ICC-ის სანქციების კანონპროექტი 247 ხმით 155 წინააღმდეგ, 42 დემოკრატი შეუერთდა რესპუბლიკელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რესპუბლიკელებმა, რომლებიც ახლა აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას, განმეორებით განხილვაზე გამოიტანეს მას შემდეგ, რაც სენატმა იგი გასულ ვადაში ვერ მიიღო.
ახლა, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი სენატში საბოლოო კენჭისყრისთვის გადავა.