უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში 9 იანვარს საღამოს ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან და პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრას გეგმავს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, იტალიაში განსახილველ თემებს შორის არის შემდეგი საკითხები: სამხედრო მხარდაჭერა; უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ზაფხულში იტალიაში გაიმართება.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ერთ-ერთი თემა ასევე დაეთმობა G7-ის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას, კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე.