შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, წერილი, რომელიც 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
სიაში არიან:
„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:
ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
ალეკო ივანიშვილი
შმაგი კობახიძე
უჩა მამაცაშვილი
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:
ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
კახა კალაძე, თბილისის მერი
ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:
ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
ხვიჩა მაქაცარია
ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
ვანო ჩხარტიშვილი
სულხან პაპაშვილი
გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
ნოშრევან ნამორაძე
ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
მოსამართლეები:
მიხეილ ჩინჩალაძე
ლევან მურუსიძე.
გამოცემის ცნობით, მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია სწორედ ამ ადამიანების სანქცირება.