დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ გრენლანდია შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, მაგრამ არ გახდება შეერთებული შტატების ნაწილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 8 იანვარს განუცხადა. იუწყება Reuters.
მან აღნიშნა, რომ გრენლანდიის დამოუკიდებლობა შესაძლებელია იმ პირობით, თუ ეს მის მაცხოვრებლებს ეს სურთ.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ გრენლანდიას აქვს საკუთარი ამბიციები. თუ ისინი განხორციელდება, გრენლანდია გახდება დამოუკიდებელი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა შეერთებული შტატების ფედერალური სახელმწიფო გახდეს“, - თქვა რასმუსენმა.
ამავე დროს, ის ფიქრობს, რომ აშშ-ის გაზრდილი შეშფოთება არქტიკაში უსაფრთხოების შესახებ გამართლებულია რუსეთისა და ჩინეთის გაზრდილი აქტივობის ფონზე რეგიონში.
„არა მგონია, რომ საგარეო პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ჩვენ ღია ვართ ამერიკელებთან დიალოგისთვის, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ უფრო მჭიდროდ, ვიდრე ახლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამერიკული ამბიციების რეალიზება“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.