13 დეკემბერს, გამთენიისას რუსეთის ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს. აფეთქებები მოხდა ქალაქსა და მის შემოგარენში, დარტყმები განხორციელდა გარეუბნებში.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა იერიშისთვის ბალისტიკური იარაღი გამოიყენა.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცახდებით, დარტყმები განხორციელდა გარეუბნებში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აფეთქებები დაფიქსირდა ქალაქ ჩუგუევის მიდამოებშიც.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაიგზავნა.
მანამდე, დაახლოებით ღამის ორ საათზე ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსული დრონი ქალაქის ინდუსტრიულ უბანში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.
მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.