"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სასამართლოში გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"გზის გადაკეტვის ორგანიზებისთვის დამიბარეს სასამართლოში. საცოდაობა," - წერს ნიკა გვარამია.