ჩამოიშალა ე.წ. ევროს კავშირი. მას მომავალი არ უწერია, - ამის შესახებ მთავრობის პროპაგანდისტმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
9 აპრილს ხაზარაძე როდიონოვთან ერთად იდგა. როდიონოვთან ერთად გვარბევდა ხაზარაძე და დღეს ევროპაში მიჰყავს ეს ახალგაზრდები. ხომ წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე?!, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
„ამათ რომ ვუყურებ, რაში არიან გახვეული, რაში ჰყავთ გამოყენებული ამ პოლიტიკურ არამზადებს! სად არიან, თვითონ წინ რატომ არ დგანან?! თუ სიმართლეს იცავენ, თუ ევროპაში მიდიან, ამ ბავშვებმა ევროპის გზა არ იციან. სალომემ, ხაზარაძემ ხომ იცის?
წარმოიდგინეთ, 9 აპრილს იხსენებენ. როდიონოვთან ერთად ხომ იდგა 9 აპრილს - როდიონოვის თანამებრძოლი იყო. მე ვიყავი იქ, ჩემი კამერით არის გადაღებული 9 აპრილი. ხაზარაძე როდიონოვთან ერთად იდგა. როდიონოვთან ერთად გვარბევდა ხაზარაძე და დღეს ევროპაში მიჰყავს ეს ახალგაზრდები. ხომ წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე?!
ამიტომ ვამბობ, ეს დამთავრებული თემაა. ეს არის სასოწარკვეთა, რომელიც არა მარტო აქაა, არამედ იქ არის სასოწარკვეთა - ჩამოიშალა ე.წ. ევროს კავშირი. მას მომავალი არ უწერია. ეს განცხადება, რომელიც გაკეთდა, ეს არის ძალიან გონივრული და შორის გამიზნული განცხადება“, - აღნიშნა ხაინდრავამ.