გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა განაცხადა.
„რაც შეეხება თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, ირკვევა, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს ხელისუფლების კურსს. აშკარაა ფაქტი, რომ მოსახლეობის არც ისე ცოტა ნაწილს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ხალხს საკუთარი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოსვლის სრული უფლება აქვს, სამართალდამცავი ორგანოებისგან თავშეკავებულობასა და ძალადობაზე უარს ველით“, – განაცხადა ვაგნერმა.