კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს, როგორც არასდროს, ისეთ სჭირდება მეტი ევროპა და ნატო, მეტი სილიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა.
"დღეს, როცა რუსეთი:
- აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
- აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;
- ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!", - წერს ის Facebook-ზე.