29 ნოემბრის, 07:00 საათისთვის, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, მანამდე კი ტერიტორია მომიტინგეებისგან ძალადობრივად გაათავისუფლეს.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან ეტაპობრივად გაათავისუფლა წყლის ჭავლისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მაინც იკრიბებოდნენ.
ამასთან ერთად, სამართალდაცველები ძალადობრივად აკავებდნენ მომიტინგეებს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც.
რადიო თავისუფლების ცნობით, ნიღბიანმა სპეცრაზმელმა ფიზიკურად იძალადა გამოცემის ჟურნალისტ დავით ცაგარელზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
Aseve გამოცემა “პუბლიკის”ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ გაუგებარ სიტუაციაში დააკავეს და ნიღბიანმა პირებმა სცემეს - ურტყამდნენ “ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში.”
ასევე, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, “ფორმულას” ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და ფიზიკური ზიანი მიაყენა, რის შემდეგაც როგავა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.