საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაში ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში აღარ შესულიყო "ისეთი თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული".
"იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული, რაც არის რა თქმა უნდა, ჯანსაღი მოთხოვნა - შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, ბუნებრივია, შემდეგ, გამოცდაზე ამის ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ.
შესაბამისად, გავითვალისწინეთ მოსწავლეების მოთხოვნები, მხედველობაში მივიღეთ და არასავალდებულო აღარ იქნა შეტანილი პროგრამაშi და მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები სახელმძღვანელოებიდან, რომელიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი.
მე გადავავლე თვალი, მაგალითად ლიტერატურის ჩამონათვალს, რომელიც არ შედის სავალდებულო პროგრამაში და ეს არის, უბრალოდ გამაოგნებელი - არ შეიძლება ის ნაწარმოებები, აქ არის საუბარი ქართულ პროზასა და ქართულ პოეზიაზე, უბრალოდ არ შეიძლება ეს ნაწარმოებები არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში.
ეს არის ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობა რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ არ არის სათანადოდ მოვლილი, რასაც რა თქმა უნდა, უნდა მივხედოთ". - თქვა ირაკლი კობახიძემ, გადაცემა იმედი Live-ის ეთერში