საქართველომ უღალატა თავის პირობას, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს შეასრულებდა, ევროკავშირი არ გაიზიარებს „ქართული ოცნების“ სტანდარტებს, არასდროს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.
„უკვე ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა და ეს არჩევნების დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე.
აქ, ბრიუსელში ყველა ასე ფიქრობს, გაიარეთ და ჰკითხეთ ხალხს.
საქართველომ უღალატა თავის პირობას, რომ კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს შეასრულებდა.
ევროკავშირი არ გაიზიარებს „ქართული ოცნების“ სტანდარტებს, არასდროს.
ჩვენს კავშირს ბევრი რამ გამოუვლია (ომებიც, მათ შორის) და ახლა ჩვენ გვინდა, რომ სხვანაირი ცხოვრებით ვიცხოვროთ - თუ თქვენც გინდათ შემოგვიერთიდ, მაგრამ ჩვენ არ შევუერთდებით პრორუსული ქვეყნების ფრთას.
ევროპარლამენტი ძლიერ სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს, საზოგადოებას - თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და ლეგიტიმურობას ესე იგი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს ხალხი, ვინც გააყალბა არჩევნები და ქვეყანა სულ სხვაგან მიჰყავს.
ამიტომ, ეს ხალხი უნდა იყოს დასანქცირებული და ჩვენი რეზოლუცია პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით.
ჩვენ უნდა განვიხილოთ კონკრეტული ნაბიჯები როგორ ვიმოქმედებთ, რადგან თუ არ ვიმოქმედეთ, ჩვენ არსებულ სიტუაციას ვუჭერთ მხარს, რაც არის გზა არსაით.
სიტუაცია მოითხოვს ქმედებებს და პასუხისმგებლიან რეაქციას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. [მთავარი არხის თარგმანი]