დიდი ბრიტანეთის საელჩო მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ეხმიანება.
საელჩომ იმ ფაქტის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო დარღვევები ჯერ კიდევ არ არის საფუძვლიანად ან დამოუკიდებელი გზით გამოძიებული, შეშფოთება გამოხატა და მთავრობას ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
"დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ". - განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის საელჩო.