საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარალმენტო მანდატებს დატოვებენ.
„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და არ არის, მე მგონი, დასამალი, ბატონი ბიძინაც, ბატონი ირაკლიც, ბატონი ირაკლიც, ეს ადამიანები პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან წარმომადგენლები ჩვენი პარტიის, ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ა.შ. და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, რიგია, როგორც წესი და რიგია და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს“, - განაცხადა მდინარაძემ.