პარლამენტის წინ კარვები გაშალეს, რუსთაველის გამზირზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები არიან შეკრებილები.
კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი წყალი, საკვები, ათობით პარალონი, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
ისინი დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
ფოტო: Ezz Gaber