"ქართული განათლება საფრთხეშია" - განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მხარდასაჭერად მსვლელობით მივიდნენ.
განათლების სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ,კულტურის სფეროს წარმომადგენლები კი რუსთაველის მეტროდან.
ორი მსვლელობა ერთმანეთს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე შეხვდა და თსუ-ს ეზოში შევიდნენ. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტიდან, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ.