თბილისში, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკის გალავანზე განთავსებული გამოფენა, რომელიც ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე წლისთავს ეძღვნება, საღებავით დააზიანეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა გაავრცელა.
"სამწუხაროდ, ასე დამთავრდა ჩეხეთის 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა 1 კვირის შემდეგ. გამოფენა ვაკეში, მერიის მოპირდაპირე მხარეს, ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული. ვერ ვიჯერებ, რომ ვინმეს ამ გამოფენასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა ჰქონდა!". - წერს კუბერნატი X-ზე.