კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას“ უკან დახევა მოუწევს.
ის ბრძოლის სამ სტარტეგიულ ხაზს ასახელებს.
“ბრძოლის გზა არის შემდეგი - არის სამი სტრატეგიული ხაზი, პირველი, არ მოხდეს ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, იმ ჯგუფების მიერ, რომლებმაც რეალურად მოიგეს არჩვენები. მეორე ეს არის საგარეო ლეგიტიმაციის არ დაშვება და მესამე კი, ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის არ დაშვება. ის რომ ამდენი ხალხი, ამდენი დღეა გამოდის ქუჩაში, ეს არის ნიშანი, რომ ხალხი არ აძლევს მათ ლეგიტიმაციას. ბრძოლის გზა არის ეს სამი, ასე უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში აუცილებლად მივალთ იქამდე, რომ მათ მოუწევთ უკან დახევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ფოტო: პუბლიკა