ვრჩებით აქ, არსად არ მივდივართ. აქ ვდგავართ და სხვანაირად არ ძალგვიძს. ეს არის ხალხის განცხადება, - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ვაშაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე.
"მერწმუნეთ ჩემო თანამემამულეებო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში. აუცილებლად გავიმარჯვებთ. როგორც დაიხიეს დღეს უკან, ასე მოუწევთ მათ დახევა და ხელისაღება იმ სპეცოპერაციისგან, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება ხალხის რისხვა თქვენ მიმართ. მოისმინეთ ხალხის ხმა, დაანებეთ პარლამენტის შეკრებაზე ცრუ საუბარს თავი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.