საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, საღებავის შესხმაზე სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა.
„საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ, სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ“, – დაწერა რატი ბრეგაძემ.
დღეს, ცესკო-ში, არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.