ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა არის სადისტური აქტი და დანაშაული - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ამ ბოროტმოქმედების საქციელი დიდი ხანია, გასცდა გამოხატვის თავისუფლებას ან აქტივიზმის რაიმე ფორმას. ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა ეს არის სადისტური აქტი და დანაშაული. ამ არჩევნებმა ქართველი ხალხის მხრიდან წერტილი დაუსვა მათ რაიმე ამბიციას და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს, ასევე სამართლებრივი ფორმითაც და ჩვენ ბევრი გვექნება საფიქრალი იმაზე, როგორ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ბოროტების მანქანა აღიგავოს ამ პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.