„ლელოს“ ინიციატივა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ბუნებრივია მისასალმებელია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა , ლევან ბეჟაშვილმა „ლელოს“ განცხადებაზე.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიული ერთიანობას, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, სწორედ ამით განპირობებული, რომ ჩვენ იმთავითვე ერთიანი სიის მომხრე ვიყავით და ახლაც ვთავაზობთ ოპოზიციას ერთიანი სტრატეგიის მეშვეობით უზრუნველყოთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ „ლელოს“ ეს მორიგი ინიციატივაც ბუნებრივია მისასალმებელია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიმართა ოპოზიციას, სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ.