"ოცნებამ" ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოკლა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფება. გიორგი გახარიას თქმით, დასავლეთი საქართველოში გამართულ არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მისცემს, ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას გამოიწვევს.
„თუ არ ექნება არჩევნების ლეგიტიმაცია, მაშინ ეს ნიშნავს იზოლაციას. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ და ფაქტი უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის ლიდერები უკვე ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უბრალოდ მოკლად „ოცნებამ“, აღარ არსებობს. ამ იზოლაციას მოყვება ეკონომიკური იზოლაცია და დავდგებით უსაფრთხოების რისკების წინაშე, - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.