ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სხდომიდან, სადაც საარჩევნო საჩივრებს განიხილავენ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა გააძევა.
ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა საია-სა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ბრალდებებს, რომლებმაც ცესკო-ს თავმჯდომარე დაადანაშაულეს საზღვარგარეთ არასაკმარისი უბნების გახსნაში.
ფარულავამ 26 ოქტომბრის არჩევნებს „რუსული სპეცოპერაცია“ უწოდა, რაზეც ცესკო-მ სამართლებრივი მტკიცებულებები მოითხოვა. საკითხს მოსარჩელეს მხრიდან ხმაური მოჰყვა, საბოლოოდ კი გიორგი კალანდარიშვილმა ფარულავას დარბაზი დაატოვებინა.
ცესკო-ში უკვე რამდენიმე საათია სხდომა მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავენ.