სენატორ ჯინ შაჰინის ცნობით, სენატში დარეგისტრირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა.
კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს სენატორებმა: ტომ ტილისმა, მიტ რომნიმ, ჯეფ მერკლიმ, ჯონ კორნინმა, კრის მერფიმ, დენ სალივანმა, ანგუს კინგმა, ტოდ იანგმა, შელდონ უაითჰაუსმა და ჯორჯ ჰელმიმ.
„მოხარული ვარ, რომ სენატში ჩემი კოლეგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა „ქართველი ხალხის აქტს“ და გააცნობიერა, რომ საქართველოში არსებული ვითარების გადადება არ შეიძლება. ერთად ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის მყარი ორპარტიული მხარდაჭერა, უცვლელი დარჩება ჩვენი პოზიცია საქართველოს მიმართ და მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, მიუხედავად იმისა, რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.