ვენესუელის ოპოზიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ედმუნდო გონსალესი, ესპანეთში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც სამშობლოში მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა.
ვენესუელის ვიცეპრეზიდენტის, დელსი როდრიგესის თქმით, ვენესუელამ გონსალესს „პოლიტიკური სიმშვიდის გამო“ ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.
ვენესუელის სასამართლომ გონსალესის დაკავების ორდერი გასცა რამდენიმე დანაშაულის გამო, მათ შორის სახელმწიფო მოვალეობების უზურპაციის, დოკუმენტების გაყალბების, დაუმორჩილებლობისკენ წაქეზებისა და სისტემის საბოტაჟის, ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
ვენესუელის საარჩევნო კომისიამ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგებით არჩევნებში გონსალესმა
გაიმარჯვა.
ამის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ევროკავშირში განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას, ვიდრე ხმის მიცემის დეტალურ შედეგებს არ იხილავენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ებტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არჩევნებშო გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.
მადუროს მხარდაჭერაზე ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანამაც თქვა უარი.