ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში, მემარჯვენე ცენტრისტი 73 წლის მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გასაპროტეტსებლად. მათი განცხადებით, ბარნიეს დანიშვნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ნიშნავს.
სააგენტო AFP-ის ცნობით, აქციებია გაიმართა პარიზში, ნანტში, ნიცაში, მარსელსა და სტრასბურგში.
პოლიციის შეფასებით, დედაქალაქში აქციაზე 26 ათასი ადამიანი გამოვიდა, სხვა ქალაქებში კი შედარებით ნაკლები.
მას შემდეგ, რაც მაკრონმა უარი განაცხადა „ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსის კანდიდატის დანიშვნაზე, რომელიც ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობდა, მემარცხენეები მაკრონს დემოკრატიის უარყოფასა და არჩევნების მოპარვაში ადანაშაულებენ.
მთავრობის მეთაურის რანგში პირველ ინტერვიუში, ბარნიემ განაცხადა, რომ მის მთავრობაში, რომელსაც მკაფიო უმრავლესობა არ გააჩნია, შევლენ კონსერვატორები, მაკრონის პარტიის წევრები და, იმედოვნებს, რომ მემარცხენეებიც.
ეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 73 წლის მიშელ ბარნიე დაასახელა.
მიშელ ბარნიე წარმოადგენს მემარჯვენე ცენტრისტულ "რესპუბლიკელების" პარტიას. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მას ეკავა მაღალი თანამდებობები, როგორც საფრანგეთში ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში. 2016 წლიდან 2019 წლამდე ის ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე.
2021 წელს ბარნიერ სურდა, გამხდარიყო "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა წააგო შიდაპარტიული კენჭისყრის პირველ ტურში.
გაბრიელ ატალმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ივლისში მას შემდეგ, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული ბლოკი მეორე ადგილზე გავიდა და დაკარგა უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში.