უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე 17 აპრილს განხორციელებული რუსეთის დარტყმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 77 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის სამი ბავშვია.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
17 აპრილს ოკუპანტებმა ჩერნიგოვს „ისკანდერის“ ტიპის სამი რაკეტით შეუტიეს. დარტყმები მიაყენეს სამოქალაქო და სოციალურ ინფრასტრუქტურას.