პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის დანაკარგები მოიცავს რუსეთის საზღვაო ძალების სულ მცირე 20 ჩაძირულ ხომალდს და დაახლოებით 211 მილიარდ დოლარის პირდაპირ ფინანსური ხარჯებს მომარაგებისა და სამხედრო ოპერაციებისთვის.
პენტაგონში ჟურნალისტებს რუსეთის მიერ უკრაინში მიღებული დანაკარგების შესახებ ახალი მონაცმები გააცნეს.
პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა და დაიჭრა სულ მცირე 315 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე.
პენტაგონის აზრით, საერთო ფინანსური ხარჯების თვალსაზრისით, რუსეთმა სავარაუდოდ დახარჯა დაახლოებით 211 მილიარდი დოლარი.
პენტაგონის წარმომადგენელმა შავი ზღვის ფლოტის დანკარგებიც შეაფასა. პენტაგონის ინფორმაციით, შავ ზღვაში უკრაინის ძალებმა გაანადგურეს ან დააზიანეს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სულ მცირე 20 საშუალო და მსხვილი ხომალდი და ერთი ტანკერი.
პენტაგონის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კვირაში უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა გააკეთეს არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება, რათა გააგრძელონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგება და დაეხმარონ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კანადა უკრაინის საჰაერო ძალების პროგრამის მხარდასაჭერად 60 მილიონი დოლარის გადაცემას გეგმავს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრაზე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა 2,5 მილიარდი ფუნტის პაკეტი, რომელიც მოიცავს დამატებით 200 მილიონ ფუნტს თვითმფრინავებისთვის.
გერმანიამ პარასკევს გამოაცხადა უკრაინისთვის 1,13 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების კრიტიკულ საჭიროებებს არტილერიისა და საჰაერო თავდაცვისთვის.