19 ოქტომბერს, სოფელ ერგნეთში ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ქართული და ე. წ. სამხრეთოსური სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა ეუთოს ბერძნული წარმომადგენლობის წარნომადგენლის ხარლამოს ხრისტოპულოსის შუმდგომლობით იმართება.
ოს სეპარატისტებს ამ შეხვედრაზე კოკოითის კრიმინალური მთავრობის ე. წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი წარმოადგენს. ოსი სეპარატისტები, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საკითხის დაყენებას აპირებენ.
"შეხვედრაზე 2008 წლის აგვიოსტოს შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული და საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გატაცებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საკითხს დავაყენებთ. ხარლამოს ხრისტოპულოსის სამხრეთ ოსეთში ბოლოს განხორციელებული ვიზიტისას შევთანხმდით, რომ საჭიროა ამ საკითხის აქტივიზაცია. იმედს ვიტოვებთ, რომ შეხვედრაზე კონსტრუქციული და საქმიანი საუბარი გაიმართება", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი.