საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ძალადობრივი ქმედებები უპატიებელია და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
"ისევ თვითმხილველნი ვართ ქართველ ხალხსა და მედიაზე სასტიკი და არაპროპორციული თავდასხმების, რომლებიც რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ", - წერს პრეზიდენტი.