პატიმარი დავით ფეიქრიშვილი “ვივამედში“ გადაიყვანეს, მას დღეს მიყენებულ დაზიანებებს დაუმუშავებენ და ნაკერებს დაადებენ, ამის შესახებ "ტვ პირველს" ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა განუცხადა.
ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა, ხოლო მანამდე აღენიშნებოდა სხვა დაზიანებები.
პატიმრის კლინიკაში შეყვანის ფაქტს ადასტურებენ "ვივამედშიც".
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დღეს 20 ოქტომბერს, ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა.