არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა.
ამის შესაახებ უკრაინული მედია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება
მათი ცნობით, მოლაპარაკებები ხვალ დილით განახლდება.
უკრაინულ;ი მედიის ცნობით, აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მოთხოვნები განიხილეს, ასევე შეეხნენ ომის შემდგომი პერიოდის საკითხს.