თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა. კადრებში ჩანს, როგორ აგდებენ ჟურნალისტ ქალს სპეცრაზმელები მიწაზე.
მარიამ გაფრინდაშვილი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.