სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია!"
"არა [არ არის პრობლემა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექნება დიპლომი] იმიტომ, რომ თქვენ შემთხვევითი გგონიათ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებში დიპლომი ნახსენები არ არის? ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.