გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს, წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.
„თქვენო უწმიდესობავ,
მოგმართავთ,
გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს“, - წერს მეუფე ზენონი.