ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
"საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია, ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული", - წერს ქოჩორაშვილი ინსტაგრამზე.