სამშაბათს, 26 ნოემბერს ევროპარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი გამოვა - სალომე ზურაბიშვილი ხალხის სახელით ევროპარლამენტს მიმართავს.
ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ხალხის სახელით მიმართავს ევროპარლამენტს და ეტყვის იომას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის უბრალოდ ხმის ქურდი ხელისუფლება. დანარჩენს დაველოდოთ, ერთი რამ ზუსტად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილის ქართველი ხალხის გევრდით არის და მთლიანად იზიარებს იმ სულისკვეთებას, რასაც დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება გამოხატავს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.