რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პუტინის მარჯვენა ხელი, დმიტრი მედვედევი "რუსოფობიურ კრიახს" უწოდებს ევროკავშირის ლიდერების დისკუსიას რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვების შემოღების შესახებ.
მედვედევის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვის შემოღებით, ევროპა აჩვენებს როგორ ექცევა რუსეთის მოქალაქეებს.
"ევროპელმა ლიდერებმა ჩვენს მოქალაქეებს ტვინი წაუღეს თავიანთი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს. ევროპელები კიდევ ერთხელ გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და რუსეთსა და მის მოქალაქეებს სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან ტყუილითა და ბოდვებით ნაკლებად მოაცდენენ", - წერს მედვედევი ტელეგრამის არხეზე.