რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფედროვოკასთან სამხედრო ბაზაზე აფეთქებებს ეხმიანება უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.
"დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები. და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი. იმიტომ რომ ის უკრაინაა" - წერს ვერეშჩუკი ტელეგრამის არხზე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფედროვოკასთან სამხედრო ბაზაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბაზაზე საბრძოლო მასალები აფეთქდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
სამხედრო ბაზა და აეროდრომი, რომელიც ნოვოფედროვოკასთან მდებარეობს, ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
იქ განლაგებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.