"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუაციას ეხმიანება.
გვარამია რეზოლუციის მიღებას ულოცავს საქართველოს მოსახლეობას და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ქართველი ხალხის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ნინო ლომჯარიას, მიხეილ სააკაშვილის, ლექსო ლაშქარავას და თავად მისი გამარჯვებაა.
ეს რეზოლუცია დგას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, მის ციხეში შეგნებულად ჩაჯდომაზე, მის შიმშილობაზე, მის წამებაზე და ახლა უმძიმეს მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი ამ რეზოლუციით დაამარცხა. ეს რეზოლუცია დგას ყველა პოლიტპატიმარზე ჩემი ჩათვლით, ვინც ციხეში არის იმიტომ რომ არ შეეგუა "ქართულ ოცნებას" და იბრძვის დაუღალავად. საკუთარ თავზე იმის თქმა შემიძლია, რომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ციხიდანაც შესაძლებელია ბრძოლის მოგება და მეც, ბიძინა ივანიშვილი, ამ რეზოლუციით დავამარცხე ციხის კამერიდან", - თქვა გვარამიამ სატელეფონო ინტერვიუში "მთავარ არხთან".