ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი გაიდაის ინფორმაციით, სევერდონეცკში ბრძოლები უკვე ქუჩებში მიმდინარეობს.
"ბრძოლები უკვე სევეროდონეცკის ქუჩებში მიმდინარეობს... მტერი სევერდონეცკის სიღრმეში მიიწევს", - ამბობს გაიდაი.
სევეროდენცკში სამი ექიმი დაიკარგა, მათთან კავშირი არ არის. ნაპოვნია მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანა, ავტომობილის წინა ნაწილი მოგლეჯილია.
სევეროდონეცკში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის 100 პროცენტი განადგურებულია, დანგრეულია საცხოვრებელი ფონდის 90%. გაიდაის თქმით, ქალაქი სავსეა რუსი სამხედროების ცხედრებით, ქალაქში ცხელა - რამაც მომავალში, შესაძლოა, გამოიწვიოს ინფექციის აფეთქება.
გაიდაის თქმით, ლისიჩანსკს უკრაინა აკონტროლებს. "ლისიჩანსკი-ბახმუტი მაგისტრალი ჩვენია, მაგრამ ძლიერ იბომბება. მასზე გადაადგილება სახიფათოა. ჰუმანიტარული ტვირთი შემოდის", - აღნიშნა გაიდაიმ.
30 მაისს, დილით სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ გრძელდება მძიმე ბრძოლები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის. რუსი სამხედროები სევეროდონეცკის შემოგარენში შევიდნენ.
29 მაისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შევსება მიიღო და მტერი ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალის მიდამოებიდან განდევნა, ბობროვოს რაიონში რუსებმა დიდი დანაკარგი განიცადეს და ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ.