ლუჰანსკის სამხედრო სოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი გაიდაის ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსეთის მიერ ოლქის 95 პროცენტი ოკუპირებულია. მისი თქმით, დონბასში ვითარება უკიდურესად რთულია. ამის შესახებ გაიდაი Facebook-ზე წერს.
„ლუჰანსკის ოლქის ტერიტორიის 95 პროცენტი ოკუპირებულია. ვითარება დონბასში ძალიან რთულია. ლუჰანსკის ოლქი აგრძელებს ურდოს შეკავებას, რომელიც ანადგურებს ჩვენს დასახლებულ პუნქტებს, დაბომბვები საერთოდ არ წყდება,“ - წერს გაიდაი.
მისი თქმით, ლისიჩანსკი-ბახმუტის ავტომაგისტრალი იბომბება.
24 მაისს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გამოვიდა მაგისტრალზე, ოკუანტებმა შეძლეს ბოლოკ-პოსტების აღმართვა, მაგრამ 25 მაისის გზა გადაკეტილი არ იყო და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა მოხერხდა.
გაიდაიმ აღნიშნა, რომ სევერდონეცკი ალყაში არ არის, ქალაქსა და თემის სოფლებში 15 ათასამდე მცხოვრები რჩება. საერთო ჯამში ოლქის ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ, 40 ათასი ადამიანია, მათგან 99 პროცენტს მშობლიური ადგილების დატოვება არ უნდა.